ცხოვრების ჯანსაღი წესი არის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან, კეთილდღეობასა
და
ბედნიერებასთან.
ეს
არის
უბრალოდ
ცხოვრების
პოზიცია,
ადამიანის
ქცევა
და
შემოქმედება,
მიმართული
საკუთარი
ჯანმრთელობის
განმტკიცებისკენ.
ცხოვრების
ჯანსაღი
წესის
განსაკუთრებული
აქტუალობა
გამოწვეულია
ადამიანის
ორგანიზმზე
სხვადასხვა
სახის
დატვირთვის
გაზრდა-ცვლილებით,
რაც,
თავის
მხრივ,
განპირობებულია
საზოგადოებრივი
ცხოვრების
გართულებით,
ტექნოგენური,
ეკოლოგიური,
ფსიქოლოგიური,
პოლიტიკური
თუ
საომარი
ხასიათის
რისკთა
მატებით,
ადამიანის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
ნეგატიური
ძვრების
მაპროვოცირებელ
ფაქტორთა
გამრავლებით.
ასეთი
მოსაზრებაც
არსებობს:
ცხოვრების
ჯანსაღი
წესი
არის
ადამიანის
გონივრული
ქცევის
სისტემა
(ზომიერება
ყველაფერში,
ოპტიმალური
მოძრაობითი
რეჟიმი,
გაკაჟება,
სწორი
კვება,
ცხოვრების
რაციონალური
რეჟიმი,
მავნე
ჩვევებზე
უარის
თქმა),
რომელიც
უნდა
ემყარებოდეს
რელიგიურ-ეროვნულ
ტრადიციებს
და
ემსახურებოდეს
ადამიანის
ფიზიკური,
სულიერი,
ფსიქიკური
და
სოციალური
კეთილდღეობის
უზრუნველყოფას
რეალურად
გარემომცველ
სამყაროში.
ცხოვრების
ჯანსაღი
წესი
- ეს
არის
შრომით,
საოჯახო-საყოფაცხოვრებო
და
საზოგადოებრივ
ცხოვრებაში
აქტიურად
ჩართულობა-მონაწილეობა.
ვიწრო
ბიოლოგიური
თვალსაზრისით
კი
საქმე
ეხება
ადამიანის
ფიზიოლოგიურ
ადაპტაციურ
შესაძლებლობებს
როგორც
გარესამყაროს
ზემოქმედების,
ასევე
შინაგან
სამყაროში
განვითარებული
ცვლილებების
საპასუხოდ.
ამ
თემაზე
მომუშავენი
ცხოვრების
ჯანსაღ
წესში
უამრავ
კომპონენტს
მოიაზრებენ,
თუმცა
რამდენიმე
მათგანი
მაინც
მთავარ,
ბაზისურ
ნაწილად
არის
გამოყოფილი;
ესენია:
ჯანსაღი უნარ-ჩვევების დაუფლება, ჯანსაღად აღზრდა ადრეული ასაკიდანვე;
გარესამყაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობაზე
მისი
ზემოქმედების
შესწავლა;
მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებაზე) უარის თქმა;
კვება - ზომიერი, ინდივიდუალური ფიზიოლოგიური თავისებურებების შესაბამისი,
აგრეთვე
- ინფორმირებულობა
გამოყენებული
პროდუქტების
ხარისხიანობის
შესახებ;
მოძრაობა - ფიზიკურად აქტიური ცხოვრება, დღის რეჟიმში სპეციალური ფიზიკური ვარჯიშების ჩართვა ასაკობრივი და ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით;
ჰიგიენა - პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, პირველი დახმარების ძირითადი ჩვევების ცოდნა;
გაკაჟება.
ცნობილია, რომ ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას
ახდენს
მისი
ფსიქოემოციური
მდგომარეობა,
რომელიც,
თავის
მხრივ,
დამოკიდებულია
პიროვნების
მენტალურ
თავისებურებებზე,
ამიტომ
ზოგიერთი
ავტორი
ცხოვრების
ჯანსაღი
წესის
განხილვისას
შემდეგ
ასპექტებსაც
გამოყოფს:
No comments:
Post a Comment